დედის წიგნი დაკარგულ შვილს-კახა ჩავლეშვილი

დედის წიგნი დაკარგულ შვილს
.
მარი ბროსეს გამოუქვეყნებელ დღიურში ვიპოვე დედის წერილი დაკარგული შვილისდამი, ბროსეს აღწერით წერილის ადრესატია გურიიდან მცირე ასაკში წაყვანილი კაცი, ასევე მისი თმით წერილს ოთხი წელი უმოგზაურია, რის შმედეგაც მას უპოვია.
.
„ჩემი დიდათ მისაჩენელის თუ ცოცხალი ხარ გიგზავნი
.
ისევ მოგახსენებ საწყალი შენს მშობელს უკან ….. შავი კურცხლით მტირალი და თვალდაშრეტილი ….. დედა შენი …….ძის ქალი მარიამ.
.
მრავალს ტკბილს მოკითხვასა და შენს სიცოცხლის განებასა და შვიდობით ყოფნას და მრავალს სალამსა და ქელამს შენს ………. მოგახსენე შვილო ჩემი სიყვარული თუ ცოცხალი ხარ და შენს ნახელავ წიგნს გამიგზავნი იმით შევიტყოფ შენს სიცოცხლეს ჯერეთ შენი ამბავი ას წიგნათ მომსლოდეს და ასც პირათ ათასი დაიკარგენ შვილი მარა წიგნი კი გამაგზავნეს თავის ქვეყანაში და თქვენ ცოცხალის თუ ხართ ერთი შენი წიგნი რომ მომსლოდა შენდა ნახვად ჩავიგდებდი სხვა შვილის აქაურ ამბავს თუ იკითხავ თქვენთ მშვილების მეტი არა გვიჭირს ვინც იცი არაფერი გვაკლია ყველა უვნებლად არიან ეს წიგნი მადლისათვის შიგნით ქვეყანაში მადლისათვის გაგზავნიდეს მადლისათვის.“
.
Brosset, Marie-Félicité: Mémoires inédits, relatifs à l’histoire et à la langue géorgienne (1833)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share