სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე კოალიცია ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების საჩივრების განხილვა გაიმართება და ისინი სამართლიან განხილვას მოითხოვენ.

ადგილზე, როგორც სასამართლოს ეზოში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობაც.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება კანონმდებლობით აკრძალულია, შესაბამისად, თუ მსგავსი რამ მოხდება პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share