გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები განხილვის პირველი საკითხი იქნება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გერმანიის ბუნდესტაგში განიხილავენ. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია იყვნენ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ.
რეზოლუციაში ბუნდესტაგი ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ რუსული კანონი ძალაში რჩება.
დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნება. აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს.