“საფრთხეების შეფასებები არ დამიწყია, ვერაფერს გამოვრიცხავ“ – ვლადიმერ ხუჭუა

ვერაფერს გამოვრიცხავ – ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციის“ წამყვანის  კითხვას – ელოდება თუ არა ის პრობლემებს იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება“ დარჩება – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.

“მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მომეღო“, – განაცხადა ხუჭუამ.

ის ამბობს, რომ “ეს გაბუდულება მისი ვალდებულებაა“.

”საფრთხეების შეფასებები არ დამიწყია, არ დამიწყია იმაზე ფიქრი, ეს გადაწყვეტილებები ვის მოეწონება, ვის არ, რა რეაქციები იქნება. ეს ასე არ არის, სამართლის ძალა დიდი ძალაა. პერიოდულობით ვერ შეიცვლება. არ შეიძლება, იმის იმედი დავკარგოთ, რომ მომავალში ისეთი საფრთხე იყოს. ეს გაბუდულება ჩვენი ვალდებულებაა. როცა მოსამართლე ხარ და პასუხისმგებლობას იღებ, დამერწმუნეთ, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა. ჩემთვის გასაგები იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ ესიამოვნა ჩემი მტკიცებულებების გამოთხოვა.  იმედი მაქვს, რომ შეუპოვრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ რამე გვაქვს ჩვენ საზოგადოებაში გამოსასწორებელი, ამ პათოსით და გზით უნდა ვიაროთ, თორე ჩვენ თუ ახლა იმაზე ვიფიქრეთ, რომ მომავალში, პრობლემები შეიქმნება, შიში გვქონდეს, არაფერი გამოგვივა“, – განაცხად ხუჭუამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share