„გაჭირვება და სიღატაკე არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე. ადამიანი, რაც უფრო ღატაკია, მით უფრო დამოკიდებულია მასზე“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ლიკა ბასილაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მიზანი აქტიური ადამიანების, ახალგაზრდობის ქვეყნიდან გასვლა და რუსების შემოსვლაა.
ბასილაია ოპოზიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ გაკრიტიკებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ახლა მათ გვერდში დგომა სჭირდებათ.
”მაინც, რა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი, რატომ აფარებს “ხუფს” ყველა შესაძლო გამოსავლის ადგილს. მან ძალიან კარგად იცის, როდესაც “მოხუფავ” ყველაფერს, ის ბოლოს ამოიფრქვევა და, ძალიან, ცუდად დამთავდრება.
თითქოს, გვიწვევს, რომ ჩვენ უკიდურეს ზომას მივმართოთ. საითკენ გვიბიძგებს ეს ადამიანი. ძალისმიერი მეთოდებით უნდა მორჩეს ეს ამბავი? თუ რა უნდა მას?! ვერ გავიგე, რა ჩანაფიქრი აქვს. ერთია ის, რომ ჩვენ გვაიძულოს, ყველა, რომ გავიდეთ ქვეყნიდან. მეორეა ის, რომ ძალისმიერი მეთოდებით, ვიღაცამ გადაწყვიტოს ამის გაპროტესტება და, შესაძლოა, თავიც გაწიროს ამისთვის. მესამეა ის, რომ დავემორჩილოთ, დავენარცხოთ მიწაზე, თაყვანი ვცეთ და გავხდეთ ერთი “რუხი მასა”.
როგორც ჩანს, მიზანი არის, რომ აქტიური ადამიანები, ახალგაზრდობა ქვეყნიდან გავიდეს, დარჩეს “რუხი მასა” და შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები, დასახლდნენ.
მთლიანად შეიცვლება დემოგრაფიული კომპოზიცია, ქვეყნის შემადგენლობაც შეიცვლება, იქნება მორჩილი მასა, ბიძინა გადაუგდებს, პერიოდულად, მათ თანხას. თავად გადასარევად იქნებიან, თავიანთი შვილებისთვის შექმნილი აქვთ ევროპასა და ამერიკაში მომავალი, საუკეთესო კოლეჯებში ასწავლიან, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებშიც ნაყიდი აქვთ უძრავი ქონება, ჩვენ უნდა ვიყოთ ასე დაბეჩავებულნი.
არ ვიცი, ვინ, რას ფიქრობს, არ ვაპირებ ოპოზიციის გაკრიტიკებას. ჩემი აზრით, ოპოზიციას, პირიქით, დღეს, მხარში უნდა ამოვუდგეთ. ზუსტად, ამიტომ დავდივარ, გუშინაც ვიყავი სააპელაციო სასამართლოსთან.
მათაც სჭირდებათ იდეების მიწოდება, მხარდაჭერა (ოპოზიციას), მით უმეტეს, როცა აცხადებენ, რომ არ შედიან პარლამენტში და თუ ისინი პარლამენტში, მართლაც, არ შევლენ, ამის დიდი იმედი მაქვს, იქ დაიწყება, ხალხსა და ოპოზიციას შორის, ფუნდამენტური ნდობის ჩამოყალიბება, როდესაც ეს ეტაპი გადაილახება, მაშინ ხალხი დაიჯერებს, რომ ეს ოპოზიცია არ არის მანდატებსა და ხელფასებზე დამოკიდებული“,- განაცხადა ლიკა ბასილაიამ.