ნეტგაზეთის ინფორმაციით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი მუსიკოსი, წამყვანი და მსახიობი დაიქირავა.
ნეტგაზეთი მმართველი პარტიის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილის გუნდმა ყველაზე დიდი თანხა იუმორისტ ჯიმის, ყველაზე ცოტა კი ეკა კვალიაშვილს გადაუხადა.
დეკლარაციის თანახმად, პარტიამ ფული შემდეგ ადამიანებს მისცა:
- მომღერალი ეკა კვალიაშვილი – ₾637
- მომღერალი დათუნა მგელაძე – ₾637
- მომღერალი მარიტა როხვაძე – ₾1275
- მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი – ₾1250
- მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა) – ₾1875
- წამყვანი ნანიკო ხაზარაძე – ₾2551
- მომღერალი სოფო ხალვაში – ₾2551
- მომღერალი რომან რცხილაძე – ₾3125
- მომღერალი მანანა თოდაძე – ₾3750
- მომღერალი თამუნა ამონაშვილი – ₾3826
- მომღერალი თემურ თათარაშვილი – ₾4464
- მომღერალი სალომე ბაკურაძე – ₾5102
- მომღერალი გიორგი ნიკოლაძე(ნიკოლშოუ) – ₾5102
- იუმორისტი ნიკა არაბიძე – ₾5625
- მომღერალი სოფო ბედია – ₾5739
- იუმორისტი გიორგი გაბუნია – ₾8928
- პრაიმჰაუსის გამარჯვებული გიორგი დიასამიძე – ₾9566
- იუმორისტი ჯიმო აბესაძე – ₾10 204
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ანგარიშიდან არ ირკვევა, თუ რამდენჯერ მიიღეს მოცემულმა პირებმა “ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ამასთან, ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში ივანიშვილის გუნდმა კონცერტებისთვის, ჯამურად, 14 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.