”ამ არჩევნებმა ვერ მოიპოვა აღიარება ვერც საერთაშორისო დონეზე, ვერც ქვეყნის შიგნით. ეს არის შემდგარი ფაქტი. ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს განვითარებული სამყარო და არც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდი ნაწილი. რა უნდა გავაკეთოთ? ხშირად ისმევა კითხვა, რა არის გეგმა? რა არის ხედვა, ალბათ ამაზე უნდა ვისაუბროთ და როგორია სტრატეგია.
ის რაც ხდება, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, ის რაც ხდება წამყვანი სახელმწიფოების დედაქალაქებში, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი და მეტი დასავლელი პოლიტიკოსი, ქართველი ხალხის ქომაგი უკვე ითხოვს ხმამაღლად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. ამას ხომ ჩვენ არ ვამბობთ, ქართველი ხალხი და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ამიტომ, რაც უფრო დრო გავა, ხელისუფლება ეცდება რამენაირად ლეგიტიმაცია შესძინოს ამ პარლამენტს, რომელიც თავშივე განწირულია და ამაო იქნება მათი ეს მცდელობა. ჩვენი ამოცანა იქნება, პირიქით, დელეგიტიმაცია მოვახდინოთ ჩვენი მკაფიო, ურყევი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირებით თბილისის და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში. ეს არის ყველაზე ძლიერი და მართალი გამოსავალი – ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც გავა ახალ არჩევნებზე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებზე.
ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთი ფაქტი, რომელიც შედგა და რომელზეც ვისაუბრეთ, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პარლამენტი ვერ იქნება საქართველოს პარლამენტი და იქ ვერცერთი, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი არ უნდა შევიდეს და ვერ უნდა შევიდეს. ეს არის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი. ამ პარლამენტში, რომელიც ჩვენს ინტერესს, ხალხის ინტერესს არ გამოხატავს, არავინ უნდა შევიდეს. ბევრი საუბარია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტიკა უყვარს ქართველ ხალხს. მით უმეტეს, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენ, ოპოზიცია, მის წინაშე სხვადასხვა ქმედების გამო, შესაძლებელია, რეპუტაციულად არ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში წარმოჩენილი. ამიტომ, ხალხს სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ვაპირებთ თუ არა იქ შესვლას. კონკრეტული დღე როდესაც მოვა, მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველანი ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი არ გვესაქმება. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში, უახლოეს კვირებში და ეს უნდა გავაკეთოთ.”