ქალთა ლიგის ჩემპიონი ცნობილია! ლანჩხუთმა გურიაში კვარტალს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გურიის კლუბი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
ნათია დანელიას პასით ლიზი გოგალაძემ 31-ე წუთზე ანგარიში გახსნა და კვარტალი დააწინაურა. ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ მეორე ტაიმში მოედანზე ლელა ჭიჭინაძე შეიყვანა, რომელმაც ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ლანჩხუთს ქულა მოუტანა.
გურიის კლუბი 23 ქულით პირველ ადგილზეა. ბოლო ტურში მარცხის შემთხვევაშიც, ლანჩხუთს ჩემპიონობაში ვერც ნიკე-ლუსო და ვერც კვარტალი ვერ შეეცილებიან. ეს ორი კლუბი ვერცხლის მედლებისთვის იბრძოლებენ. კვარტალი ბოლო ტურში ნიკე-ლუსოს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდება.