ფინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, იუკა კოპრა ამბობს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები არჩევნებს სამართლიანად ვერ გამოიძიებენ და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს:
“თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება იყოს ევროკომისია ან ეუთო, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს საგანგებოდ შექმნილი კომიტეტი ევროპარლამენტის მიერ, რომელიც სამართლიან გამოძიებას ჩაატარებს იმაზე, თუ რა მოხდა.
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მივიღეთ არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, არა მგონია, შესაძლებელი იყოს სამართლიანი გამოძიების ჩატარება ადგილობრივი ორგანიზების მიერ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ის ჩაატაროს საერთაშორისო ორგანომ, რომელიც იქნება გამჭვირვალე, სანდო და სამართლიანი.” განაცხადა ფინელმა დეპუტატმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან. ისინი ჯერ პრეზიდენტს შეხვდნენ, შემდეგ პროდასავლური ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ. აქცია 19 საათზეა დაანონსებული. “ქართულმა ოცნებამ” ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვა.