13 ნოემბერი 13 საათი – ცესკოსთან ქალების საპროტესტო მარში გაიმართება

13 ნოემბერი 13 საათი – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დიდი აქცია დაანონსდა. დაანონსებულია. საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად არჩევნების მოპარვაშია ბრალდებული, პროტესტის ეპიცენტრი გახდება. „ დავიბრუნოთ ჩვენი ხმა„ – ამ სლოგანით კალანდარშვილის უწყებასთან ქალების მარში დაიწყება.

“პროტესტი იქნება უწყვეტი და პინციპული” –  ამბობენ აქტივისტები, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებთან ერთად ივანიშვილმა ქვეყნას ევროპული მომავალი მოპარა.

პატარა პროტესტების კერებით იქმნება შემდეგ ერთი დიდი პროტესტის და ეს არაერთხელ აჩვენა უკვე საქართველომ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანმა, საინიციატივო ჯგუფმა, ყველამ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და საბოლოოდ ჩვენ ყველა გავერთიანდეთ, მივაღწიოთ იმას, რომ ეს არჩევნები არ იყოს ლეგიტიმური, – ამბობს აქტივისტი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share