ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-სა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავს.

ენტონი ბლინკენი ბელგიიდან პერუსა და ბრაზილიაში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტსა და „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share