ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.