გარემოსდაცვითი პროგრამის აღსრულება და ანგარიში
2024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო.
2024 წლის ივლისში, ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი 2) საპროექტი არეალში გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული ბიომრავალფეროვნების კვლევა, ეკოლოგიის მაგისტრმა, თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერმა, ნიკო ქერდიყოშვილმა ჩაატარა. კვლევის მიზანი, სამშენებლო ეტაპზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (ჰაბიტატები, მობინადრე ან/და ვიზიტორი ცხოველები, ქვეწარმავლები, რეპტილიები) ხარიხსობრივი და რაოდენობრივი მონაცემების განსაზღვრა იყო.
კვლევის შედეგი:
ბახვი 1 ჰესი
ცხოველები:
ძუძუმწოვრებიდან აღნიშნულ არეალში გავრცელებულია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვი, ტყის კვერნა, იშვიათად კი, ევრაზიული წავი, არჩვი და შველი. მონიტორინგის პროცესში მკვლევარის მიერ მურა დათვი დაფიქსირდა 4 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი ინდივიდი ვიზუალურად.
დასკვნა: აქტიური სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, ცხოველები აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდებიან. მათზე პროექტის განხორციელებით გამოწვეული ზეგავლენა მინიმალურია.
ფრინველები:
ბახვი 1-ის საკვლევი ტერიტორია ძირითადად ათვისებულია ბეღურასნაირთა რიგის წარმომადგენლების მიერ.
რეკომენდაცია: ყოველწლიური მონიტორინგი მათი სახეობრივი მრავალფეროვნების და რაოდენობის გასაკონტროლებლად.
შემარბილებელი ღონისძიება: ხელოვნური ბუდეების განთავსება.
დამატებითი ინფორმაცია: ბახვი 1 ჰესის საკვლევ ტერიტორიაზე მონიტორინგის პროცესში ნანახი სახეობების ჩამონათვალი ემთხვევა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტსა და დამატებით კვლევებში აღწერილ სახეობებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, პროექტის განხორციელებით ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენა მინიმალურია.
ბახვი 2 ჰესი
ცხოველები:
საკვლევ არეალში, კერძოდ მისასვლელ გზაზე დაფიქსირდა დათვი, კვერნა, მელა. მდინარის კალაპოტის მიმდებარედ კი, აღმოჩნდა ევროპული შველი და ევრაზიული წავი.
„კვლევამ აჩვენა, რომ მურა დათვი ღამით ხშირად ჩამოდის საკვლევი არეალის მიმდებარედ არსებულ სოფლებშიც, სადაც ტყეებს ებმის თხილის პლანტაციები. ტურა, მელა და მგელი კი, ღამით საკმაოდ ახლოს მოდან, როგორც სოფელთან, ასევე ბახვი 2-ის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბანაკთან და გაჩერებულ ტექნიკასთან. საკვლევ ტერიტორიაზე ნანახი ძუძუმწოვრებიდან მურა დათვი და ევრაზიული წავი წითელი ნუსხის სახეობებია“- აღნიშნულია ანგარიშში.
ფრინველები:
საპროექტო არეალში წარმოდგენილია – შავი შაშვი, გულწითელა, კოდალა და ა.შ. მდინარის კალაპოტში წყალთან დაკავშირებული ფრინველების კვლევამ კი აჩვენა, რომ 2024 წელს ბევრ მათგანს ჰქონდა წარმატებული ბუდობა, ვინაიდან ადგილზე მრავლად მოხერხდა ბარტყების აღმოჩენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა უარყოფით ზემოქმედებას არც ფრინველებზე ახდენს.
ამფიბიები და რეპტილიები:
არეალში არსებული ჰაბიტატები არ გამოირჩევა არც სახეობრივი მრავალფეროვნებით და არც სიმჭიდროვით, თუმცა კვლევის დროს ნანახი იქნა რეპტილიების 2 და ამფიბიების 5 სახეობის წარმომადგენელი, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული კავკასიური სალამანდრა და კავკასიური გომბეშო. კავკასიური სალამანდრა დაფიქსირდა 2 ადგილას.
დასკვნა: ისევე როგორც ბახვი 1-ის შემთხვევაში, ბახვი 2-ის საკვლევ არეალშიც როგორც ძუძუმწოვრების, ასევე ფრინველების, რეპტილიებისა და ამფიბიების თვალსაზრისით მდგომარეობა სტაბილურია.
რეკომენდაცია: კავკასიური სალამანდრისათვის და კავკასიური გომბეშოსთვის უნდა მოეწყოს ხელვნური გუბურები, რათა მოხდეს მათი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. რაც კომპანიის მიერ უკვე შესრულებულია.
ბახვი 2 ჰესი – კავკასიური სალამანდრა
იქთიოლოგიური კვლევა ბახვი 1 და 2
2024 წლის 30-31 აგვისტოს, ბიოლოგიის მაგისტრმა (კონცენტრაცია ჰიდრობიოლოგია-იქთიოლოგია) გიორგი ზაალიშვილმა ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების საპროექტო არეალში გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული იქთიოლოგიური კვლევა ჩაატარა. მოცემული კვლევის მიზანი იყო მდინარე ბახვისწყლის ბიომრავალფეროვნების მგდომარეობის შეფასება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პირობებში.
ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების საპროექტო არეალში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობის თევზი – ნაკადულის კალმახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულაცია მცირერიცხოვანია, კვლევის ეტაპზე თევზების მოპოვება მოხერხდა საპროექტო ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე – საკვლევი არეალის დასაწყისსა და ბოლოში, მათ შორის სამშენებლო უბნების მიმდებარედ.
დასკვნა: 1) აქტიური სამშენებლო პროცესების მიუხედავად, საპროექტო არეალში წყლის ბიოლოგიური გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზემოქმედების შემცველი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 2) საველე კვლევის პერიოდში მდინარის ჰიდროქიმიური და ფიზიკური მონაცემები აკმაყოფილებდა ნაკადულის კალმახის ზოგად საცხოვრებელ პირობებს. 3) საპროექტო ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის ინდივიდების გადაადგილების შემაფერხებელი მონაკვეთები არ გამოვლინდა.
მკვლევარის რეკომენდაცია: ქვირითობის პერიოდში (სექტემბერი – თებერვალი, სადაც აქტიური ფაზაა ოქტომბერი – ნოემბერი) ბუნებრივ წყალსატევთან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალური სიფრთხილით განხორციელება და დასაქმებულების ინფორმირებულობა. კომპანია მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის ტრენინგს უტარებდა როგორც კვლევამდე ასევე, გაგრძელდება კვლევის შემდეგაც.
ბახვი 1 ჰესი – ნაკადულის კალმახი
კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები
- მიმდინარე წლის ივნისში კავკასიური სალამანდრას საბინადრო ადგილების იდენტიფიცირებისთვის მოინიშნა კოორდინატები და შეიქმნა შესაბამისი რუკა. ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში რუკაზე ჯამში 10 საბინადრო ადგილი დაფიქსირდა. სპეციალური ტბორები სალამანდრას მისცემს გამოზამთრების საშუალებას, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ნულოვან დანაკრაგს. ამ ადგილების მონიტორინგი ჩვენი გარემოსდამცველი მენეჯერების მიერ პერიოდულად ხორციელდება.
- საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მკვლევარის მიერ გაწერილი შემარბილებელი ღონისძიებების შესაბამისად, ასევე მიმდინარე წლის აგვისტოში ბახვი 2 ჰესის საპროექტო არეალში, მოჭრილი მორებისგან მოეწყო ალპური ხარაბუზას თავშესაფარი და საკვები ადგილები. შედეგად, აღნიშნული სახეობა შეძლებს არსებობასა და განვითარებას და პროექტის განხორციელება მასზე ზეგავლენას არ მოახდენს.
- SLR-ის კიდევ ერთი შემარბილებელი ღონისძიების შესაბამისად, ამავე წლის აგვისტოში ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ძალური კვანძის შენობასა და წყალმიმღების განთავსების ადგილს შორის არსებულ ხეებზე დამონტაჟდა ფრინველების დასაბუდებელი ყუთები, რომელიც თავის მხრივ, მეორადი გამოყენების მასალისგან დამზადდა. აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიების მეშვეობით საპროექტო არეალში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ან თავიდან იქნება აცილებული ჰაბიტატზე ზემოქმედება სხვადასხვა სახეობისათვის.