ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე მწვავე გზავნილები ჟღერდება – ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ პოლიტიკური ტრიბუნიდან EU-ს მოუწოდა, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეს.
“ახლა არ შეიძლება, ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი ვუწოდოთ” – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს მარკეტა გრეგოროვამ.
”მე ვნახე საქართველოს არჩევნები 2021 წელს, უკვე მაშინ ჩვენ ვიცოდით ფინანსური ჩარევების შესახებ საარჩევნო კამპანიებში. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად ვნახე პირდაპირი მანიპულაციები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება. ეს არის დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მაგალითი. თუ ჩვენ 2021 წელს ჩუმად ვიყავით ახლა არ შეიძლება ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე და მხარი დავუჭიროთ ქართველებს მათ დემოკრატიისკენ მისწრაფებებს”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.