გელათში ვითარება უცვლელია. “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის ცნობით, მონასტერი ისევ ჩაკეტილია და გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა
“ვისაც გელათის ბედი ისევ გაღელვებთ..ვითარება უცვლელია!მონასტერი ჩაკეტილია!გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!გააცდინეს სამუშაოებისთვის ხელსაყრელი მშრალი სეზონი!დღემდე არ აკეთებენ კომენტარს სამუშაოების შეწყვეტის მიზეზების შესახებ.მეხუთე ზამთარი უხარისხო გადახურვის ქვეშ სირცხვილზე და მტრობაზე მეტი იქნება!” წერს ბარათაშვილიცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.