კობახიძე ევროპარლამენტარებზე: თავიანთი ვიზიტებით მეტად ამობილიზებენ ჩვენს ამომრჩეველს

”მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და რეალურად ჩვენი ასე ვთქვათ, ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ კვლევების ანალიზში, გვეუბნებოდნენ ასეთ რამეს, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო პროცესებში და პოლიტიკურ პროცესებში ხალხზე იმოქმედა მათთვის კონტრპროდუქტიულად. რეალურად ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით.

ღირსებას შეეხნენ, სწორედ საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით.

რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, აქაც იგივეა, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას.

რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, რომ ამით გააამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა სინამდვილეში ასეთი ვიოზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის. […]

თქვენ გახსოვთ იყო, გაიმართა ასეთ ადამიანებთან შეხვედრები არჩევნებამდე, მაგრამ ნული ფასი. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ წინასწარ განსაზღვრული ამოცანა, დავალება, ჩამოდიოდნენ ამ დავალებით და შეხვედრების მიუხედავად მაინც აკეთებდნენ იმას რაც ჰქონდათ გასაკეთებელი. ნუ უნდათ, რომ აჩვენონ, რომ რაღაცა სცადეს, მერე შენ უთხარი უარი და ა.შ, მაგრამ საერთო ჯამში აქაც ხომ ვერაფერი მოიგეს.”

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტს საქართველოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share