დაპირისპირება და კვერცხების სროლა ოკუპირებულ აფხაზეთში – ე.წ. პარლამენტის სხდომა დაძაბული აქციების ფონზე მიმდინარეობს (ფოტოები)

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა რო­მელ­ზე­დაც „მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მო­წეს­რი­გე­ბის” შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცია იგეგ­მე­ბა, ხმა­უ­რი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ე.წ. სხდო­მას 21 „დე­პუ­ტა­ტი” ეს­წრე­ბა. ე.წ. „პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ” ლაშა აშუ­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ „ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი უარს ამ­ბობს ასეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე”.

„პარ­ლა­მენ­ტის” სე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ე.წ. „სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან” კა­ნონპ­რო­ექ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ად­გურ არ­ძინ­ბას გან­ცხა­დე­ბით, ახლა დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფი სპი­კერ­თან იმ­ყო­ფე­ბა და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან ამო­ი­ღონ.

„დე­პუ­ტა­ტებს”, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექტს უჭე­რენ მხარს, შეკ­რე­ბი­ლებ­მა კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს.

ცოტა ხნის წინ ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და.

საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა სო­ხუმ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი „მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ”, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბის ზო­გი­ერთ კონ­ცეფ­ცი­ას არე­გუ­ლი­რებს. ოპო­ზი­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ სა­უ­ბა­რია აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის რუ­სე­თის­თვის მი­ყიდ­ვა­ზე და დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

წყარო: ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share