“უშენოდ არ გამოვა” – რესპუბლიკის მოედანზე არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. საპროტესტო მსვლელობას პრეზიდენტის ძმაც შეუერთდა. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარი ხალხის ძალაა და ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდება..
მთავარია ხალხის ძალა. კარგია და აუცილებელი, რომ გვაქვს მხარდაჭერა უცხოეთიდან, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენგან. ისტორიას გადახედეთ, როგორც ხდებოდა ისტორიაში – ხალხმა ფეხზე დგომით გაიმარჯვა.
მივესალმები ბათუმელ სტუდენტებს, ძალიან საჭირო იყო მათი აქციები. ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა. ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდება, არ მგონია გაგრძელდეს. ან დაინიშნება ახალი არჩევნები, ან ვითომ არჩეული დეპუტატები ვერ შევლენ პარლამენტში, ეს ყოვლადმიუღებელია, ვინაიდან, მოპარულია ხმები და შესაბმაისად, მთავრობა არალეგიტიმურია“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.