გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები 112-ში შესული ზარების გამო დაშალეს.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის ვერსიით, არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო აქციებით და გადაკეტილი გზებით ვაკელები იმდენად შეწუხდნენ, რომ პოლიციისგან რეაგირება მოითხოვეს.
აგიხსენით, რომ 112-ის საშუალებით უამრავი შეტყობინებაა შემოსული, 50-100 და ითხოვდნენ გზის გაწმენდას. ორი დღის განმავლობაში იყო პაალიზებული მოძრაობა, ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა”, – ამბობს ბუხრაძე.
გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.