“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
“როგორც დავიბრუნეთ ჩვენი პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში”, – თქვა გვარამიამ.
მან, ასევე, თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ხმა უნდა დაიბრუნონ.