დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოცემასთან აღნიშნავს, რომ “უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც”.
”სამწუხაროდ ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი, თანდათანობით, მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირაა მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან.
ეს სიურპრიზი არ იყო. მაგრამ ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.
უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც.
ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა, და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი (მეტწილად) არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ.
დიახ, საქართველოში წასვლამდეც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც დამკვირვებლებისგან ვიცოდით, ვამბობდით, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება… რომ დამტკიცდეს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი”, – თქვა მიჰკელსონმა.