”მაგარმა გოგომ ეკა ბუჩუკურმა დაწერა ” აბა ომი დავიწყოთ “სასტავი” როგორ ხართ და სად ხართო” .
მე დავამატებ, ჰო მართლა სად არიან ეს კოლაბორაციონალების ” გამპრავებლები” აქ რომ ამტკიცებდნენ და გვამუნათებდნენ : ახლა რომ მოვითხოვოთ ევროკავშირში შესვლა , რუსეთი აქაც შემოვა და ომი გინდათო???” ჰოდა, ახლა მაინტერესებს ” აზრი” , ესე იგი შესაძლებელი ყოფილა ხომ, ხალხის ზეწოლით??ახალი “მესიჯ ბოქსი” როგორია? როგორ მაინტერესებს?! აი მაგალითად მომღერალ გია გაჩეჩილაძის ” უცნობის” :”ჩვენი ჩათრევა სურთ ომში და დედას გიტირებთო”! სიცრუე ყველგან ცუდია, მაგრამ აქ განსაკუთრებით ჩანს ეს “ჭრა-კერვა” მავანთა და ხელისუფლების მაამებელთა.
პატარაა ეს საწყალი ჩვენი ქვეყანა ამდენი ” სიბრძნე”სიცრუისთვის” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.