დილით ჩემს შვილს აკავებდნენ, საღამოს მთელი ოჯახით აქ ვდგავართ – ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა. იუმორისტი ამბობს, რომ ახალგაზრდების პროტესტი გადამდებია და აუცოლებლად გამარჯვებით დასრულდება.

ქავთარაძის თქმით, მან გამთენიისას საკუთარი შვილის დაკავების მცდელობას “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში უურა დღეს კი მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად დედაქალაქის ცენტრში მთელი ოჯახით დგას:

”დილით ჩავრთე ტელევიზორი, “ტვ პირველი”, და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, არცერთი მამისთვის არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ 20 წლის ადამიანი ასე იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. იმდენად გადამდებია ეს, დედაჩემი, მე და ჩემი შვილები, გავერთიანდით სულ ყველა, მთავარი პრობლემის წინაშე და ყველა აქ ვართ.

არ ვიცი რა ნიშნები სჭირდებათ ადამიანებს კონკრეტული – რუსეთის დროშა სახლზე, რუსი პოლიტიკოსი სავარძელში, თუ რა. ყველაფერი არის იმის ნიშნად, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა წაგვართვას“, – განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share