ამ ქუჩების დაკავებით, ჩვენ გავხსნით გზას ევროპისკენ – ლევან ცუცქირიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ქუჩების დაკავებით, უფრო დი გზას ხსნიან, რომელსაც ევროპისკენ გზა ჰქვია.

როგორც ცუცქირიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს საცობები არის იმისთვის, რომ გაიხსნას, უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი გზა.“

”ჩვენ შეიძლება დავიკავოთ ქუჩები, შეიქმნას საცობი, მაგრამ ამ ქუჩების დაკავებით ჩვენ გავხსნით გზას, უფრო დიდ გზას, თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, ევროპისკენ. ამიტომ ვინც წუხდება, უკაცრავად, ეს საცობები არის იმისთვის, რომ გაიხსნას, უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი გზა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share