პროტესტი რჩება ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს – ამის შესახებ “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა.
პატარაიას თქმით, თუ პროტესტი შეწყდება, მძიმე რეპრესიები დაიწყება ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ.
,,ვინაიდან არჩევნები წაგვართვეს და ცდილობენ ამის დაკანონებას, პროტესტი რჩება არა ერთ, არამედ ერთადერთ გზად და ქუჩა რჩება ერთადერთ მედიუმად, სადაც შესაძლებელია ხალხი დაელაპარაკოს ოლიგარქს. თუ ახლა არ მოქმედებს მაგალითად რუსული კანონი, ცენზურის კანონი, თუ ახლა არავის არ ხურავენ და არ იჭერენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არის პროტესტი. თუ პროტესტი შეწყდება დაიწყება ძალიან მძიმე რეპრესიები ყველა კრიტიკულად განწყობილი მოსაზრების და ადამიანის წინააღმდეგ” – ამბობს ბაია პატარაია. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება – ხელოვანები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და მოლაქეები უწყეტ აქციებს აანონსებენ. ახლა ყველა ერთად შეკრების დროს და ადგილს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაირკვევა.