“საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება… სხვა ქმედებებიც იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ.
[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – განაცხადა მილერმა.