აპოკალიპტურ სცენარებს ადამიანის გონება არ იღებს. ზუსტად მაგ ფენომენზეა შექმნილი ფილმი “არ აიხედო ზემოთ”, სადაც არავის სურს შესაძლო დასასრულის გააზრება და დედამიწისკენ მომქროლავ კომეტაზე ფიქრი. თუნდაც იმიტომ, რომ სრულიად უსარგებლოა წმინდა რაციონალური თვალსაზრისით.
სიზმარში ალბათ გინახავთ, როგორ ვარდებით დიდი სიმაღლიდან და გეღვიძებათ ზუსტად მაშინ, როდესაც მიწას უნდა დაასკდეთ. ანუ, გონებას შეუძლია გააკეთოს სრული სიმულაცია ვარდნის, რადგან ეს განცდილი აქვს მცირე მოდელის სახით რეალურ სისტემაში, მაგრამ ვერ გააკეთებს სიკვდილის სიმულაციას, ვინაიდან ამ განცდის მოდელს არ ფლობს.
ამიტომაც არიან აპოკალიზმის მიმდევრები ყოველთვის მცირერიცხოვანი სექტებით წარმოდგენილნი. ისინი გონებასუსტები კი არ არიან, უბრალოდ, ცდილობენ ცნობიერით შეერკინონ ქვეცნობიერს, ანუ ზედნაშენით ბაზისს, რაც სათავეშივე აბსურდია.
ეს ფენომენი მუშაობს ამჟამად საქართველოშიც. რაც უფრო მეტად იქადაგებს საზოგადოების მცირე ნაწილი აპოკალიპტურ დასასრულზე, მით უფრო გაინაპირებს თავს და მით უფრო დიდი შანსი ექნება სექტად გადაქცევის.
ნუ მოცდებით ამიტომ