საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე “ქართული ოცნების” მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “დღევანდელი დღე საქართველოს სირცხვილია”.
“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო – დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცავს.