ჯგუფი “წინაპრების” დამფუძნებელი, თათია მექვაბიშვილი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სამმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო.
თათია მექვაბიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ივანიშვილის გუნდის მიერ ხმების მიტაცებისა, საზღვარგარეთ წასული ადამიანები არ გაჩერდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ “სხვანაირად მონსტრს ვერ დაამარცხებენ”.
“26 ნოემბერს სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს” – აცხადებს თათია მექვაბიშვილი.
”ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან. ეს იქნება მასალების შეგროვება, რა დარღვევები იყო, როგორ დაირღვა ყველას უფლება, რომ ჰქონოდათ არჩევანში მონაწილეობის უფლება. აღნიშნავენ, რომ მათი ნაღვაწია შესული დასკვნები, რომ ემიგრანტებს შეეზღუდათ უფლება და ეს იყო მთავარი დარღვევა ფარულობასთან ერთად და ამბობენ იმას, რომ მართლა დასაკარგი არაფერი არ აქვთ. დღეს ბრიუსელში შიმშილობა დაიწყო 3- მა ადამიანმა, მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას. ხვალ სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს”,- ამბობს თათია მექვაბიშვილი.