ნუთუ დარჩა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს ჩვენს სახელმწიფოებრივ კატასტროფას – ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”ამერიკაში მყოფი ქართველი “მეოცნებეები” თუ აცნობიერებენ რა გამოაცხადა მეთიუ მილერმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტით. ახლა გასაგებია რატომ გადადგა ელჩი.
ცოტა ხანში ქართული დიპლომატიური სამსახურებისათვის პრაქტიკულად დაიკეტება ყველა დასავლური პოლიტიკური სისტემა.
ევროკავშირი + აშშ და საქართველო უკვე სრულებით იზოლირებულია პლანეტის ცივილიზებული სივრციდან.
არ ვიცი, თუ დარჩა საქართველოში მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს ჩვენს სახელმწიფოებრივ კატასტროფას.
არანაირი ძალადობა და ხმალაობა არ არის საჭირო. ყველა შეგნებული სახელმწიფო მოსამსახურე დღეს მდუმარედ უნდა დადგეს ქუჩაში. ნურავის ექნება ილუზია, რომ ფინანსურ კატასტროფას გადაურჩება ქვეყანა და ვინმეს ოჯახი.
ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა უკვე წაუყენა ულტიმატუმი ე.წ. “ბრიკსის” ქვეყნებს, რომ ისინი სრულად იქნებიან მოთხრილნი დასავლური ეკონომიკური სისტემიდან, თუ არ შეწყვეტენ თავიანთი ფინანსური სივრცის განვითარებას.
ქართულ მეტნაკლებად ინტელექტუალურ სპექტრს დიდად არ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ დღეს თუ არ გავერთიანდით ბანდიტების, სალოსების და შეურაცხადების წინააღმდეგ, ჩათვალეთ რომ დასრულებულნი ვართ.
“ოცნების” მაღალჩინოსნებო, კიდევ გაქვთ შანსი, რომ საფლავში არ ჩაყვეთ თქვენს შეშლილ ბელადს. სანქციები თქვენი მომავალი ხვედრის ყველაზე იოლი ნაწილი იქნება, იცოდეთ.
გაუფრთხილდით თქვენი ოჯახების მომავალს” – წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share