მედვედევი სალომე ზურაბიშვილს ემუქრება

ევროპული მომავლის დასაცავად საქართველოში დაწყებული აქციები რუსეთს აშფოთებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამტკიცებს, რომ “საქართველოს აიძულებენ,  თავხედურ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას”.

მედვედევის სამიზნე გახდა სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს პრეზიდენტს პუტინის მარიონეტი ვადაგასულს და “გიჟ მამიდას უწოდებს”. “ქართული ოცნების” მსგავსად, რუსული რეჟიმიც ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი თანამდებობას ვერ თმობს და ამის გამ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

საქართველოში მორიგი „ფერადი რევოლუციის” მცდელობაა. ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ირგვლი ყველაფერს ცეცხლს უკიდებს. მეორე ნაწილი დუმს. საქართველოს ვადაგადაცილებულმა „პრეზიდენტმა“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა მამიდამ სალომემ განაცხადა, რომ ადგილს არ ათავისუფლებს, რადგან არჩევნებს არ ცნობს. ადრე ამისთვის ხალხს ბოძებზე კიდებდნენ. ახლა ჰუმანური დროა. ჰგონია, გაუვა. ზოგადად, ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, – ამბობს მედვედევი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share