ჟიგიმანტას პავილიონისი – ვილნიუსში სოლიდარობის აქცია გაიმართა საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც ქართული კოშმარის წინააღმდეგ იბრძვიან

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ლიეტუვის ­პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

„სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ გულითადი მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და საქართველოს სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights