ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საბრძოლო მზადყოფნაში მოდის. იენს სტოლტენბერგმა დღეს საჯაროდ გაახმაურა ნატოს 28 წევრი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი გადაწყვეტილება – დასავლეთი სამხედრო შენაერთებს, ავიაციასა და ფლოტს დისლოკაციისა და კონცენტრირების ახალი მიმართულებებით გზავნის. შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების სამხედროები ძირითადად უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში განთავსდებიან, უშუალოდ საზღვის მახლობლად. შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს ფლოტი.
ნატო კვლავ ადასტურებს, რომ მაქსიმალურად მოერიდება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, მაგრამ არ დაუშვებს კონფლიქტის გაფართოებას. პარალელურად, გაგრძელდება უკრაინის დახმარების პროგრამა – ფინანსურ სახსრებთან ერთად, კიევი უწყვეტად მიიღებს თანამედროვე შეიარაღებას – მათ შორის ტანკ და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემებს, დრონებს და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის საშუალებებს.
დღეს ბრიუსელში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა მოსკოვისა და მოკავშირეების გასაგონად – ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.
მთავარი არხი