საპროტესტო აქციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დგას

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც დგას.

როგორც საჯარო მოხელე  ამბობს, არ ეშინია, რომ აქციაზე ყოფნით სამსახურს დაკარგავს.

”შიშით არ მეშინია, რომ აქ დგომის გამო სამსახურს დავკარგავ. სათქმელი არაფერი არ არის იმაზე მეტი, რასაც ვაკეთებთ, რომ აქ ვართ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებაში ყველაფერი ნათლად არის აღწერილი, ვერაფერს ვერ დავამატებ”, – ამბობს საჯარო მოხელე. 

ცნობისთვის, ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე საჯარო მოხელეები საპროპტესტო აქციას მართავენ. “ჩვენ ვემსახურებით ხალხს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ სამინისტროების, სიპებისა და აიპების თანამშრომლები, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share