გურიის მოამბე

როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი სანქიცები იმის მაჩვენებლია, რომ “ბიძინა ივანიშვილის გარშემო წრე ვიწროვდება.“

როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “გომელაური უბრალოდ შს მინისტრი არ არის, ის არის ამ მთავრობაში ივანიშვილის ყველაზე ახლო ადამიანი.“

‘მისი დასანქცირება არის საშინელი განაჩენი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ. შს მინსიტრის მაგნიტსკის სიაში მოხვედრა არის განსაკუთრებით მძიმე განაჩენი ასეთი ტიპის ხელისუფლებებისთვის. როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ გავლაშიც აღარ ხარ დემოკრატიასთან, შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს და წერტილი. 

ორად-ორი დანაშაული არსებობს დედამიწაზე, წამება და მონობა, რომელიც ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აკრძალულია, გამონაკლისის გარეშე. ეს არის განაჩენი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლის პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ, მინისტრებად და დეპუტატებად ეს ხალხი თავიანთ თავს ასახელებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა  ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share