ოდირის დასკვნით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები ახლოსაც კი იყო სამართლიანობასა და დემოკრატიულობასთან – ნინო დოლიძე

ოდირის დასკვნით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები ახლოსაც კი იყო სამართლიანობასა და დემოკრატიულობასთან – “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ძალიან კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა მისი მანდატიდან გამომდინარე მისიამ შეფასება დაუტოვა ქართველ ხალხს.

ნინო დოლიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებება სწორად იყოს წაკითხილი ცესკოს და ყველა სტრუქტურის მიერ და სწორად იქნას მიწოდებული საზოგადოებისთვის.

”მე მინდა ორ ნაწილად დავყო ოდირის შეფასება, ერთი, როგორ პასუხობს ის დღევანდელ კონტექსტს, მეორე უკვე შინაარსობვრივი შეფასება, მე მართლა არ მახსენდება, რომ ოდირმა დადო დასკვნა და ასეთი ციტატა წაუმძღვარა, რომ ოდირის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება, თუ არააღიარება, ოდირის მანდატია, მისი თანხვედრა საერთაშორისო სტანდარტებთან და რომ ეს შემდეგ არის ხალხის შესაფასებელი. პირველ რიგში ეს პასუხობს ის კონტექტს, რომელიც დღეს საქართველოშია, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია ეს არჩევნები, და გვესმოდა “ოცნების” მხრიდან, რომ ისინი ელოდებოდნენ ოდირის აღიარებას და ამისთვის რომ არ ეპასუხათ, რომ ეს არის აღაირება თუ არააღიარება, სწორედ ამას მიუძღვნა ის წამძღვარება ოდირმა და შესაფასებლად დაუტოვა ქართველ ხალხს. მე მართლა არ მახსენდება ასეთი კრიტიკული დასკვნა. ორი სამი წინადადების გარდა, რომელიც შეიძლება პოზიტიურად იქნას აღქმული, დანარჩენი არის კრიტიკული და იმეორებს ფაქტობრივად იმას, რაზეც ჩვენ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ვსაუბრობდით. ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი, რომ ეს არჩევნები თავისუფალი ან სამართლიანი იყო, პირიქით. ძალიან კრიტიკულია ყველა მიმართულებით. 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეუთო/ოდირის და ასეთი შეფასებების წაკითხვა. მე რამდენიმე კვირის წინ, ეუთოს მიწვევით ვიყავი პოლინეთში და ეუთოსგან სწორედ ეს არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომა რჩევენბსი პროფესიონალები საზოგადოებას ძალიან სწორად მიაწოდონ ანგარიში და გადაუთარგმნონ, ამიტომ ცესკომაც ასე უნდა გააკეთოს. მნიშნელოვანია ცეკსომ და ყველა მხარემ ყველა ელემენტი წაიკითხონ და ისე შეაფასონ ეს დასკვნა. ამ დასკვნით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არჩევნები ახლოსაც კი იყო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მესიჯის აქ ჩადება. შეფასება ეუთომ დაუტოვა ქართველ ხალხს, ის შენ თავისი მანდატიდან გამომდინარე ვერ გეტყვის, ახალი არჩევნები ჩაატარე ან არ ჩაატარე, ამიტომ ჩემი შეფასება ასეთია, რომ ეს არჩევნები ევრ ჩაითვლება ქართველი ხალხსი ნების გამოხაატულებად”, – განაცხადა ნინო დოლიძემ. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share