“ხმის მიცემა ისე, რომ ანგარიშსწორებას არ ელოდო, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, საქართველოში ეს უფლება შეილახა” – ასე ეხმიანება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.
მისი თქმით, ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შესაბამისი შედეგები უნდა მოჰყვეს.
გქონდეს შესაძლებლობა ხმის მიცემის ისე, რომ ამის გამო ანგარიშსწორებას არ ელოდო, არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებში ეს დემოკრატიული უფლება შეილახა. ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შესაბამისი შედეგები უნდა მოჰყვეს, ხოლო გაცემული რეკომენდაცია – შესრულდეს- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.