“ოცნება” იმავე ძალადობრივ ხელისუფლებას აშენებს, რომლის დანგრევის ეგიდითაც მოვიდა” – ზოიძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას წინა მოწვევის პარლამენტის წევრი, აკაკი ზოიძე შეუერთდა – ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე “პირველებთან” იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე დგას.

აკაკი ზოიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” იმავე ძალადობრივ და ავტორიტარულ ხელისუფლებას აშენებს, რომლის დანგრევის ეგიდითაც ივანიშვილის გუნდი მოვიდა – “ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი და ირონია”.

”აქ შეკრებილ ადამიანებს, ყველას ერთი მოტივაცია აქვს. მე იმ პარლამენტის და ”ოცნების” წევრი ვიყავი, რომელმაც მიიღო საქართველოს კონსტიტუცია 78-ე მუხლი და წინა თაობებთან ერთად ბევრი რამე გააკეთა, რომ ამ მუხლით გაცხადებული მიზანი განგვეხორციელებინა. მაშინ როდესაც ყველაზე ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, ევროპულ ოჯახში გაერთიანებასთან ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ”ოცნება”, რომ დაგვაკარგვინოს ყველას მონაპოვარი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რაც დაიწყეს, შეუქცევადი არ იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ დაგვეკარგა, რაც მანამდე გავაკეთეთ. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით კეთდება ეს ყველაფერი. აშენებენ იმავე ძალადობრივ და ავტორიტარულ ხელისუფლებას, რომლის დანგრევის ეგიდითაც მოვიდა ”ქართული ოცნება” და ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი და ირონიაქ”, – ამბობს აკაკი ზოიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share