“ჩვენ ქვეყანას ისეთი დაავადება შეესია, როგორიც არის “ქართული ოცნება“ და ძნელი განსაკურნებელია“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ერთის მხრივ კარგიცაა, რადგან ქართველი ერი გააერთიანა და ეს დიდი ხანია არ ყოფილა.
“ვერ მოერევა ქართველ ხალხს ვერაფერი, როცა ერთ მუშტად ვართ შეკრულები“, – განაცხადა ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
”ჩვენ ქვეყანას ისეთი დაავადება შეესია, როგორიც არის “ქართული ოცნება“ და ძნელი განსაკურნებელია, უსწორდებიან ახლაგაზრდებს, ციხეში უშვებენ – ეს ცუდია, მაგრამ კარგია, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და ასეთი ერთიანი კარგა ხანია არ ვყოფილვართ.
ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვერავინ მოგვერევა, ყველაფერი სცადეს- მოგვწამლეს, დაგვიჭირეს, გაგვლახეს, ციხეში ჩაგსვეს, ვერ მოერევა ქართველ ხალხს ვერაფერი, როცა ერთ მუშტად ვართ შეკრულები. არ დავიზაროთ, ყოველდღე უნდა გავიდეთ, რადგან სუსტდება “ოცნება“, ეს მავნებლები, რომლებიც ქვეყანას ვნებენ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.