”აუცილებლად რაღაცა უნდა დათმოს ხელისუფლებამ. არ ვიცი, ზუსტად რა, მაგრამ დასათმობი რომაა, ფაქტია, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე დაუკრეფავში გადასვლა. ჩემნაირ ადამიანშიც რომ გამოიწვევ ამხელა აგრესიას, წარმოუდგენელია. რანაირად უნდა ვუყურო პირდაპირ ეთერში, როგორ უჩეხენ თავებს პოლიციელები ბავშვებს?! ჩემხელა იქ იმდენი არ დგას, რამდენიც ახალგაზრდა, ხომ?
ქეთი დოლიძე, რეჟისორი:
– სახელმწიფომ უნდა მართოს პროცესები, რათა მშვიდობიანი იყოს, არ იყოს ძალადობა და უბედურება. უნდა იცოდე, როგორ დაელაპარაკო შენს მოსახლეობას.
ეს პროცესები გარედან იმართება, სამწუხაროდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მეგობრებად მიგვაჩნია. 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც სამაჩაბლო წაგვართვეს, რაც ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, პირველმა მე ვისროლეო… 2008 წლის მერე რა გამიკეთა ევროკავშირმა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო?! ამიტომ არის ნიჰილიზმი მათ მიმართ.
2030 წლამდე ევროკავშირის კარი არავისთვის არ გაიღება! იცით, რატომ დაგვსაჯეს. იმიტომ, რომ ვთქვით, ამ ქვეყანაში კაცი კაცი და ქალი ქალი უნდა იყოსო. ამას აქვს ბევრად უფრო რთული და ღრმა ფესვები, ვიდრე ახლა ამ დაბნეულ მოსახლეობაშია. დიდი მაფია, რომელიც მართავს მსოფლიოს, აი, ის აწესებს იმ წესრიგს, რომელი წესრიგითაც უნდა იცხოვრო. ჩვენისთანა პატარა ქვეყანა როგორც კი ხმას ამოიღებს, მორჩა, გათავებული ხარ.
ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამიტომაც ზელენსკი ოდესმე აგებს პასუხს იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ის, რომ რუსეთი მტარვალი და აგრესორია, მე, ქართველს, როგორ უნდა მასწავლონ?! უკრაინაში ომი რომ დაიწყო, სამი თვითმფრინავი წავიდა საქართველოდან. რაც გვქონდა, მოვიკელით და გავუგზავნეთ. მადლობა გვითხრეს? ელჩი გაითხოვეს ჩვენგან მაშინ, როდესაც ჩვენმა ელჩმა, როდესაც უკრაინა იბომბებოდა, იქაურობა არ დატოვა. როდესაც გვერდზე გყავს ასეთი მტარვალი ქვეყანა, უნდა იცოდე, რა გააკეთო. მაჩვენეთ, რომელი ომი წააგო რუსეთმა? მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო, პირველი მსოფლიო ომის დროს რევოლუცია მოხდა და მაშინ კი დაიქცნენ, მაგრამ სხვა რა გააკეთეს? თავიანთი მეფე მოკლეს – რომანოვი და რომანოვების დინასტია ამოხოცეს და ვინ? რევოლუციონერებმა. ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც მსოფლიოს მოედო, საფრანგეთიდანაა. ფრანგებმა მარია-ანტუანეტას თავი წააჭრეს, მეფე მოკლეს და ორსულ ქალებს ცოცხლად ფატრავდნენ. აი, ეს არის რევოლუცია. რევოლუციას არასდროს მოაქვს პროგრესი, მას რეგრესი მოაქვს, რის მერეც რაღაც ფაფხური იწყება და გარკვეული პერიოდის მერე იკრებს ძალას. ჩვენ რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რაც ერდოღანმა ორი წლის წინ განაცხადა? აჭარა, თურქეთიაო. საქართველოში თუ უბედურება ხდებოდა, ქართველების ხელით. იმდენი ქართველია ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდ კომფორტულად იგრძნოს თავი.
აუცილებლად რაღაცა უნდა დათმოს ხელისუფლებამ. არ ვიცი, ზუსტად რა, მაგრამ დასათმობი რომაა, ფაქტია, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე დაუკრეფავში გადასვლა. ჩემნაირ ადამიანშიც რომ გამოიწვევ ამხელა აგრესიას, წარმოუდგენელია. რანაირად უნდა ვუყურო პირდაპირ ეთერში, როგორ უჩეხენ თავებს პოლიციელები ბავშვებს?! ჩემხელა იქ იმდენი არ დგას, რამდენიც ახალგაზრდა, ხომ?
ჩემს ხელისუფლებას რაღაცებში ვეთანხმები და რაღაცებში არა. თუ ვეძახით ეკლესიას დედაეკლესიას, მაშინ უნდა ჩადგეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. არიან მამები, რომლებიც აწყნარებენ, აშოშმინებენ, მაგრამ მე მაინც მგონია, უფრო ძლიერად უნდა ჩაერიოს. ახლა უწმინდესზე ჯოხი ტყდება და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რამდენიმე წლით უკან რომ დავბრუნდეთ და მას შეეძლოს, ის პირველი გამოვიდოდა, ხალხის გვერდით დადგებოდა და დაალაგებდა ყველაფერს.
\ახალი არჩევნების დანიშვნას შესაძლოა უფრო დიდი არეულობა მოჰყვს. პირიქით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იკამათონ და გააკეთონ ისე, რომ “ოცნების” ხალხის ნაწილი გადაიყვანონ თავის მხარეზე, თუ მართლა ასეთი მართლები არიან. მაგრამ ეგ არის, რომ უნიათოები არიან.
“ქართული ოცნება” კი ინფორმაციულობის მხრივ ნულზეა! სანამ კანონს დააანონსებ, სანამ მიიღებ, გამართე დებატები და თქვი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ყველაზე პრიმიტიულ მაგალითს მოგიყვანთ – ბრიტანეთში ჩავედი, იქაური ქართველები 5-6 კაცი შევკრიბე და გადავწყვიტე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. ბრიტანეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინ მომცემს ამის უფლებას, ჯერ პოლიციაში უნდა განაცხადო, რატომ მინდა, ვინა ვარ, რა ვარ, შენი წევრები ვინ არიან, რატომ გინდა არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნა ქვეყანაში, რომელიც არ არის შენი ქვეყანა. აქ კი ეს სოროსის ლეკვები რომ ჩამოდიან და ერთიმეორის მიყოლებით მიხსნიან ორგანიზაციებს. ბაკურიანში სემინარებზე ასწავლიან, როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. შარშან პირდაპირ ეთერში არ ვუყურებდით?
იმდენად აღარ გვენდობიან, რომ ბრიტანეთის საელჩოში ვიზები აღარ გაიცემა. ნახევარი კრწანისი უჭირავს ბრიტანეთის საელჩოს და ჩემი ანკეტა ანკარაში იგზავნება, რომ იქ ვიღაც ჩინოვნიკმა ან მომცეს ვიზა, ან არა. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რომ ვკითხო ევროკავშირს, ასე რომ მეხმარები, ამას რატომ არ მიკეთებ, იმას რატომ არ მიკეთებ-მეთქი? მე რითი უნდა მოვაწონო მაგათ თავი, იმით, რომ გამოვიდე და ვიყვირო, კი ბატონო, იყოს ერთსქესიანთა ქორწინება-მეთქი? არ გამოვა ეს ამ ქვეყანაში, არ გამოვა!
რაც მთავარია, თუ გინდა ჩემთან არასამთავრობო ორგანიზაცია გახსნა, მითხარი, რას გააკეთებ, რისთვის ხსნი? მაგრამ ამათ ხომ არაფრის ახსნა არ შეუძლიათ. გამოვიდა ხელისუფლება და გითხრა, არ მაინტერესებს, ვინც გინდა, იყავი, მაგრამ მითხარი, რას აკეთებ, ჩამაბარე ანგარიში წლის ბოლოსო. სულ რამდენიმე წესიერი ორგანიზაცია აბარებს ანგარიშს, დანარჩენები? ვინც არ აბარებს, ზუსტად ის ყვირის.
– როგორ წარიმართება მოვლენები?
– სამწუხაროდ ჩვენ, მე და თქვენ, და თუნდაც 100 000 კაცი რომ გამოვიდეთ ყოველდღე, არაფერსაც არ ვწყვეტთ. როგორც მოილაპარაკებენ დასავლეთი და რუსეთი, ისე იქნება. აქციაზე მეც გამოვდივარ და ჩემი შვილებიც. მე როგორ გავუბედავ ჩემს შვილებს, ან რძალს რომ ვუთხრა, არ გახვიდეთ-მეთქი. კიდევაც უნდა გავიდნენ, გააპროტესტონ, მეც უნდა ამოვიღო ხმა, მაგრამ არ არის ეს ჩვენზე დამოკიდებული! არ გამოდის, არა, არც ილიას დროს გამოდიოდა და არც ახლა გამოდის.
კვირის პალიტრა