უილსონმა ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ეპატიჟება.

ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.

“მადლიერი ვარ, რომ შემიძლია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით ივანიშვილისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიასა (CCP) და ირანში მისი მეგობრების მხრიდან იერიშის წინაშე” – წერს უილსონი

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share