”ბიძინა ივანიშვილის მხრიდნა გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბინი იყო 2012 2ელს როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ემსახურება ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელმაც მოვიპოვეთ 26 ოქტომბერს გამარჯვება და მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, იმიტომ, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესსს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება” – განაცხადა კახა კალაძემ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.