ყველაზე ძვირფასი მისალოცი გზავნილები. საკანში გამომწყვდეულ მთავარსარდალს მებრძოლები დაბადების დღეს ფრონტის ხაზიდან ულოცავენ. ყველა, ვისაც ქართულ არმიასთან შეხება ჰქონია და ახლა საქართველოსთვის უკრაინაში იბრძვის, დღეს სიამაყით იხსენებს წლებს, როდესაც საქართველოს და მათ შორის ქართულ არმიას მთელ მსოფლიოში იცნობდნენ.
საყოველთაო შეფასებით ეს იყო ჯარის მშენებლობის საუკეთესო წლები. პერიოდი, როდესაც ქართველ სამხედროებს ყველა და პირველ რიგში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წევრები უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. არ ეპარებოდათ ეჭვი მათ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეში. სწორედ ამ პერიოდში ასრულებდა ქართული არმია ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ და დღეს ქართველი სამხედროები, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სწორედ ქართული არმიის შემქმელს ულოცავენ იუბილეს.