რას ნიშნავს აშშ ხაზინის სანქციები კონკრეტულად რუსი ოლიგარქისთვის?

რას ნიშნავს აშშ ხაზინის სანქციები კონკრეტულად რუსი ოლიგარქისთვის? – პუტინის რუსეთთან თანამშრომლობსთვის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, სახელმწფოს მიტაცებისთვის, ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევისთვის დაკისრებული უმკაცრესი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, არც მეტი – არც ნაკლები, სიცოცხლის ბოლომდე საერთაშორისო მასშტაბით იზოლირებულ კეთროვანად აქცევს.

გარდა ამისა, ივანიშვილი აშშ და მის მოკავშირე ქვეყნებში მთელ ქონებას და ფულს ფაქტიურად კარგავს და ქონების დარჩენილი ნაწილი, რომელზეც წვდომა უნარჩუნდება (მაგალითად მხატვრობის კოლექცია, უძრავი ქონება) – სრულად არალიკვიდური (გაუსხვისებელი) ხდება, ან უკეთეს შემთხვევაში მხოლო უკანონოდ, შავ ბაზარზე გაიყიდება და გაუფასურდება.

  • I. ივანიშვილი კარგავს ქონებას და ფულს აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში. ივანიშვილმა დაკარგა ყოველგვარი წვდომა საკუთარ ქონებაზე აშშ-ში, მათ შორის, სხვისთვის სამართავად გადაცემულ უძრავი ქონებაზე, ფულზე, აქციებზე და სხვა. მისი აქტივები გაიყინა. რადგან ეს სანქციები სამუდამოა – ეს ფაქტიურად ამ ქონების დაკარგვას ნიშნავს.

აშშ-ს სანქციების რეჟიმს, როგორც წესი აშშ-ს მოკავშირე ქვეყნები უერთდებიან, ამიტომ ივანიშვილის ქონებაზე და ფულზე მკაცრი შეზღუდვები საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება.

  • II. ივანიშვილთან მსოფლიო მაშტაბით, საქმიან ურთიერთობას ვეღარავინ აწამოებს, რადგან ამის შედეგად თვითონაც დასანქცირდება. მთელ მსოფლიოში მისგან და მისი კომპანიებისან არავინ არაფერს იყიდის – ვერც ბიზნესის წილს ან აქციებს, ვერც პიკასოს ნახატს, ვერც ზებრას, ვერც მის მფლობელობაში მყოფი ბიზნესის პროდუქტს ან მოსახურებას. მას ვერავინ ვერ მიყიდის ვერაფერს და ვერ მიაწვდის მომსახურებას.
  • III. ივანიშვილს ვერ მოემსახურება ვერც ერთი საერთაშორისო ან ქართული ბანკი; ის ვერ აწარმოებს ტრანსაქციებს დოლარზე დაფუძლებულ გადახდს სისტემებით. ნიუანსები ჯერ დასაზუსტებელია, თუმცა ივანიშვილი მხოლოდ შავი ფულის და შავი ბაზრის იმედად რჩება, ან უკეთეს შემთხვვევაში – რუსული რუბლებით, რუსეთში.
  • IV. ზემოთ მოყვანილი სამი გარემოების გამო – ივანიშვილი ვერც იმ რამოდენიმე ასეულ მილიონ დოლარს დაიბრუნებს, რომელზეც შვეიცარულ ბანკთან ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო.

ამ სანქციებით არამარტო ივანიშვილის ქონება ჩამოიშალა ერთ დღეში, არამედ მისი “გროსმეისტერობის” მითი.

P.S. პიკასო, კლიმტი, ვან გოგი, ზებრა – იაფად!
გადახდა ადგილზე (სოფ. ჭორვილა, საჩხერის მუნიციპალტეტი), მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით,
წვრილი კუპიურებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share