ინაუგურაციის შემდეგ ყაველაშვილი და კობახიძე საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრნენ

”ქართული ოცნების”  მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ”ოცნების” წევრები,  პრემიერმინისტრი კობახიძე, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი სიღნაღში, სასტუმრო ბოდბეში საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემა იყო – “საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში”.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, მამუკა მდინარაძე.

მთავრობის ცნობითვე, კობახიძემ ქართველ დიპლომატებს “საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა”.

სასტუმრო ბოდბე სიღნაღში 20 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ფონდი ქართუ იღებდა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.

ინაუგურაციაზე მიწვეული არ იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share