სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდნენ. 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი და 26 წლის რეზო კინაძის დედებმა შიმშილობა დაიწყეს. ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე არ შეწყევეტენ, ვიდრე რეჟიმი მათ უკანონოდ დაკავებულ შვულებს არ გაათავისუფლებს.
იმედი, რომ სინდისის პატიმრები ციხეს ახალ წლამდე გაათავისუფლებდნენ, დედებს გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალურმა ინტერვიუმ გაუჩინა. ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა ძალოვანმა სისტემა ამხილა. ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა ის, რასაც აქამდე დაკავებულები მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები ამტკიცებნდნენ, რომ დემონსტრაციებზე ძალადობრივ ქმედებებს პოლიციის მიერ შეგზავნილი პროვოკატორები ახორციელებდნენ. ეს მხილება დედებისთვის მტკიცებულებაა, რომ მათი შვილები რეჟიმმა შერჩევით და სამაგალითო დასჯისვთის გამოიყენა.
სინდისის პატიმრების მოშიმშილე დედები ახალი წლის ღამეს რუსთაველზე პროტესტით შეხვდებიან. ნაძვის ხეს, რომელიც რეჟიმმა საზეიმოდ მორთო, დედები დატყვევებული შვილების ფოტოებს შეაბავენ.