რეზოლუცია საქართველოს შესახებ მიღებულია. ევროპელი ლიდერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური ფლირტი მოსკოვთან და დაემორჩილოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ.
დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს. გაცემულია რეკომენდაცია სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებაზე. ალდე მოითხოვს, გამოუშვან ციხიდან რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებული ლაზარეც.
რეზოლუცია, რომელიც დღეს ალდემ მიიღო, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ლელომ”, ” გირჩი-მეტი თავისუფლებამ” და “რეპსუბლიკელებმა” ერთობლივად შეიმუშავეს.