“დასანქცირებული გომელაური ვერ გადამიწყვეტს, პირბადე როდის გავიკეთო” – გაფრინდაშვილი

“დასანქცირებული გომელაური, მაგნიტსკის სიის წევრი ვერ გადამიწყვეტს, პირბადე როდის გავიკეთო” – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა  განაცხადა.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ მიუხედავად რეპრესიული კანონებისა, ევროპული მომავლის მცველები დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება.

”მე დანაშაულს არ ჩავდივარ. მე ვიბრძვი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ამიტომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პირბადე მიკეთია 44 წელია უკვე. დასანქცირებული გომელაური , მაგნიტსკის სიის წევრი მე ვერ გადამიწყვეტს, პირბადე როდის უნდა გავიკეთო. რადგან მე დანაშაულს არ ჩავდივარ, პოლიციას რომ ჩემი იდენტიფიკაცია არ გაუჭირდეს, მაწერია ჩემი პირადი ნომერი”, – ამბობს ვაჟა გაფრიდაშვილი

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.  რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights