“მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ” – ამის შესახებ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას აზიარებს და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
”სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ ჰაშინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მათ მხარდაჭერას გააგრძელებს.