“ზურაბიშვილი პოლიტიკაში გამბედაობას განასახიერებს” – ბონი

“ეს სახე განასახიერებს გამბედაობას პოლიტიკაში” – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი, კლემან ბონი წერს და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოს აქვეყნებს.

კლემან ბონი პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ხალხისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული ღირებულებებისთვის ძალადობის პირობებში იბრძვის.

”საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იბრძვის თავისი ხალხისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული ღირებულებებისთვის, მანიპულაციისა და ძალადობის პირობებში. ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ მას და ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი გავხადოთ,” – წერს კლემან ბონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share